საქართველოში 3500–ზე მეტი ადვოკატია. ადვოკატთა კორპუსი გადანაწილებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ჩვენ დავიწყეთ პროექტის – "იპოვე ადვოკატი" განხორცელება, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. პროექტის მიზანია ყველა ადვოკატის შესახებ ინფორმაცია ერთ ვებ გვერდზე იქნას თავმოყრილი. ჩვენს გვერდზე განთავსდება ინფორმაცია საქართველოში საადვოკატო საქმიანობის უფლების მქონე ყველა პირის შესახებ, მიუხედავად მისი საქმიანობის სფეროსა და სპეციალიზაციისა (საერთო, სისხლი, სამოქალაქო). აღნიშნული ბაზა საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს მარტივად მოიძიონ ინფორმაცია მათთვის სასურველი ადვოკატის შესახებ, გაეცნონ მის საკონტაქტო ინფორმაციას, როგორიცაა ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საქმიანობის ადგილი, საქმიანობის სფერო, არსებობის შემთხვევაში ეწვიონ მათ ვებ გვერდს, გაეცნონ მათ ბიოგრაფიულ მონაცემებს და ა.შ.
საკანონმდებლო სიახლეები
პროექტის მიზანია საკანონმდებლო სიახლეების დროულად ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული პირისათვის. ფაქტია, რომ ყოვლედღიურად არაერთ ნორმატიულ აქტში შედის ცვლილება და დამატება, რომელთა შესახებ დროული ინფორმირება თქვენი საქმიანობისათვის შესაძლოა სასიცოცხლო მნიშვნელობის იყოს. ჩვენ გთავაზობთ განხორციელებული საკანონმდებლო სიახლეების შესახებ ინფორმაციის მოწოდებას მარტივი და ადაპტირებული ფორმით.თქვენ ცვლილებებს შგიძლიათ გაეცნოთ, როგორც ამ ვებ–გვერდის მეშვეობით, ასევე გამოიწეროთ და მიიღოთ ელექტრონული ფოსტით. სერვისი შესაძლებლობას გაძლევთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სამართლის დარგი. შესაბამისად მხოლოდ ამ სამართლის დარგთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მოგეწოდებათ.